“80 წლის ქალს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი სუსტად დადებითია” – ლევან რატიანი

“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 80 წლის ქალი რამდენიმე საათში შესაძლოა, დამხმარე ვენტილაციის რეჟიმიდან მოიხსნას”, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. 

რატიანი აცხადებს, რომ 80 წლის ქალს კორონავირუსზე დღეს ტესტი ჩაუტარდა და პასუხი მიიღეს სუსტად დადებითი.

„ქალბატონი 80 წლის, რომელიც არის შეჭიდული დაავადებებით, მასთანაც დადებითი დინამიკა გვაქვს. ფაქტობრივად, დამხმარე ვენტილაციის რეჟიმშია და რამდენიმე საათში ეს ქალბატონის შესაძლებელია მოიხსნას. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგად მოვიდა სუსტად დადებითი „პისიარი“,- განაცხადა რატიანმა.

მსგავსი თემები