კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში 174-მდე გაიზარდა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში 174-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ვებ-გვერდზე StopCov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, დღეს ტესტირება 15 პაციენტზე ჩატარდა და მათგან 4 კოვიდდადებითი აღმოჩნდა. 

“ამ 4 პაციენტის წყარო სხვადასხვაა, ერთის წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს და დანარჩენი სამის წყარო არის ეროვნული ბანკი,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გარდა ამისა, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები