პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 67 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 67 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია – ის სეფსისის ცენტრიდან გადაიყვანეს. 

როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში 7 პაციენტი რჩება.

“ამ ეტაპზე კლინიკაში სულ არის 61 პაციენტი. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, არის 47 პაციენტი. კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფება 7 პაციენტი. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, პაციენტი არის 67 წლის,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები