“საქართველო – ქვეყანა, რომელიც გლობალურ პანდემიას კარგად გაუმკლავდა” – ბრიტანული გამოცემა

“რა შეიძლება, ისწავლოს ბრიტანეთმა პატარა ქვეყნებისგან, რათა თავიდან აირიდოს სრული კარანტინი” – ამ სათაურით ვრცელ სტატიას ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო ევროპელ ხალხებს შორის გამოირჩევა, როგორც ქვეყანა, რომელიც გლობალურ პანდემიას, მოულოდნელად, კარგად გაუმკლავდა. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ დაავადების გამკლავების შესაძლებლობის მაჩვენებელი პანდემიის დაწყებამდე საქართველოსთვის ხელსაყრელი არ იყო, თუმცა მოგვიანებით საპირისპირო შედეგი აჩვენა.

“4 აპრილამდე საქართველოს “კოვიდ 19″-ით მხოლოდ ერთი ადამიანი ჰყავდა გარდაცვლილი, ინფიცირების შემთხვევათაგან კი ყველა იმპორტირებული ან მათთან პირდაპირ კავშირში მყოფია,” – წერია სტატიაში.

მსგავსი თემები