კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი 3 პირი ზუგდიდის ინფექციურში შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით სამივე პირი ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს. ისინი ინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტები არიან.

პაციენტებს აღენიშნებათ ცხელება და ხველა. სამივე საშუალო ასაკის მამაკაცია.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტების ბიოლოგიური მასალა კვლევებისთვის დღესვე გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.

მსგავსი თემები