“მივმართავ ყველას, არ ენდოს ასეთ ინფორმაციას, რაც საეჭვო წყაროების მიერ ვრცელდება” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ ენდონ იმ ფეიქ-გვერდს, რომელიც სოციალურ ქსელში გაჩნდა და მისი სახელით მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდის.

„გაჩნდა ჩემი ე.წ. ფეიკ გვერდი. იქ ფოტოცაა ჩემი და დაიდო ჯერჯერობით ნეიტრალური ტექსტი. თუმცა როცა ამგვარი გვერდები ჩნდება, იქ ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ მივმართავ ყველას, არ ენდოს ასეთ ინფორმაციას, რაც საეჭვო წყაროების მიერ ვრცელდება. ენდონ მხოლოდ იმ ინფორმაცის, რაც გამოქვეყნდება შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის გვერდზე ან ჩვენი ბრიფინგების დროს გაკეთებულ განცხადებებს ენდონ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები