მწვავე პნევმონია, სეფსისი, არითმია – 81 წლის ქალის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალი მათ კლინიკაში 3 აპრილს, უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.

„ქალბატონი გადმოყვანილი  იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითქმია, გულის ქონიკული უკმარისობა, არტერიული გიპერტენზიით“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები