“ერთად ვართ და ერთად გადავიტანთ ყველაფერს” – ამერიკის საელჩო

ამერიკის საელჩო საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. შესაბამისი ტექსტი დიპლომატიური წარმომადგენლობის ფეისბუქის გვერდზე განთავსდა.

„დიდი მადლობა სოლიდარობისა და მეგობრობის ამ ლამაზი სიმბოლოსთვის. ჩვენ ამ სიტუაციაში ერთად ვართ და ერთად გადავიტანთ ყველაფერს!“, – წერია საელჩოს პოსტში

„საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების! – ამ გზავნილით საქართველომ თავის სტრატეგიულ პარტნიორს მხარდაჭერა გამოუცხადა და თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა.

მსგავსი თემები