საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა

საჩხერის მუნიციპლიტეტის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ​ბენიამენ ფალავანდიშვილმა ინფორმაცია თავად დაადასტურა.

მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო.

მერის ინფორმაციით, ახლა ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან.

მსგავსი თემები