“სასწრაფოს ექიმის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან” – ჯანდაცვის სამინისტრო

“კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფოს ექიმის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან”, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთნება. ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ამ დროისთვის, ყველა კონტაქტი, რომელსაც მასთან შემხებლობა ჰქონდა, იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი თემები