„სამი ახალი შემთხვევიდან არცერთი არ არის მეოთხეული გადაცემა – ორი პაციენტი რუსთავიდანაა“ – ლევან გოფოძე

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი დაინფიცირებული პირების მდგომარეობა ექიმების ინფორმაციით დადებითია, როგორც მედიკოსები აცხადებენ დადგენილია დაავადების წყაროც.

„გუშინდელი ტესტირების შემდეგ 3 პაციენტს გამუვლიდნა კორონავირუსი, ამათგან არცერთს არ აქვს მძიმე მდგომარეობა. პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს მათი მკურნალობა, თუმცა შესაძლებელია მათი გადაყვანა მოხდეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეს არა არის მეოთხეული გადაცემის შემხთვევა, ორი მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან და რუსთავიდან მოიყვანეს.“ – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 45 პაციენტი იმყოფება. ამჟამად საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 48 ადამიანი, განიკურნა – 27.

მსგავსი თემები