„ვირუსი არ არჩევს პოლიტიკურ მრწამსს და არც გვარიშვილობას“ – დიმიტრი ხუნდაძე

„უსაფრთხოების ნორმების დაცვას ყველას მოვალეობაა, ვირუსმა არ იცის ვინ რომელი პარტიიდანაა“ – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ხუნდაძე რუსთავის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრის დაინფიცირების ფაქტს ეხმაურება და ყველას პრევენციის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია. ვირუსი არ არჩევს პოლიტიკურ მრწამსს და არც გვარიშვილობას. უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ექიმები გვაძლევენ“ – განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის დედას, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია კორონავირუსი დაუდასტურდა, საკრებულოს წევრი ოჯახთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. რუსთავის საკრებულოს და მერიის 40 – მდე თანამშრომელი კი თვითიზოლაციაში არიან.

მსგავსი თემები