“ყველაზე მძიმე პაციენტები, რომლებიც ჩვენს ცენტრში მკურნალობენ, არის 2 კრიტიკული პაციენტი” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებულ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორ პაციენტთან სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა.

რაც შეეხება კიდევ 3 კრიტიკულ შემთხვევას, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტებში სტაბილიზაცია უკვე მიღებულია.

„ყველაზე მძიმე პაციენტები, რომლებიც ჩვენს ცენტრში მკურნალობენ, არის 2 კრიტიკული პაციენტი, რომელთა მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულია, მაგრამ რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები შეიმჩნევა და ვნახოთ, თუ ეს გაგრძელდება, იქნება ძალიან კარგი. დანარჩენ 3 შემთხვევაში სტაბილიზაცია უკვე მიღებულია მეორე დღეა და იმედია, რომ ხვალიდან, თუ ასე გაგრძელდა, ამ კრიტიკული სიიდან ამოიღებენ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები