“კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი იქნება ათეულები, მაგრამ არა ასეულები” – თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 134-ს შეადგენს. მათგან 26 გამოჯანმრთელებულია. საინტერესოა, უნდა ველოდოთ თუ არა არა უახლოეს დღეებში შემთხვევათა ზრდის იმაზე მეტ დინამიკას, ვიდრე ეს აქამდე იყო.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის განცხადებით, შემთხვევათა რიცხვი იქნება ათეულები, მაგრამ არა ასეულები, ათასეულები და ათეულ ათასეულები

„ამას თავიდანვე ვამბობდით, რომ შემთხვევათა რიცხვი მოიმატებს, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები