„სწრაფი ტესტი ნიშნავს გადამოწმებას, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მოსახლეობას ნუ დავაბნევთ” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ნებისმიერი ინფექციის დროს, სწრაფი ტესტი გადამოწმებას ითხოვს.

„სწრაფი ტესტი ნიშნავს გადამოწმებას. ნებისმიერი ინფექციის დროს, ვირუსული ჰეპატიტების ან სხვა ვირუსული დაავადებების დროს, სწრაფი ტესტები შემდგომში ითხოვს დადასტურებას. გუშინ საღამოს შემეკითხა ერთ-ერთი ტელევიზია, გინდა თუ არა გიწევთ პაციენტიო და იმიტომაც ვუთხარი, დადასტურებული პაციენტი, ექიმი არ მიწევს, ამიტომ მე მას ვერ დაგიდასტურებ-მეთქი და სწორი აღმოვჩნდი.

ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მოსახლეობას ნუ დავაბნევთ, ეს არ არის ჩვენი საქმე, ტესტების ხარისხი და მასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილება ლაბორატორიულ სამსახურში. მთავარია, იყოს სწრაფი, მარტივი მეთოდით ზედმეტით დადებითი, არაუშავს ჩვენთან კლინიკაში ან სხვა ადგილას გადამოწმდება ესენი ოქროს სტანდარტით და დადასტურდება ან მოიხსნება“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები