ინგოროყვას კლინიკის ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინგოროყვას კლინიკის თანამშრომლის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ცნობილია და შედეგი უარყოფითია. ინფორმაციას ადასტურებენ კლინიკაშიც.

ტესტის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კლინიკის სამ თანამშრომელს შეხება ჰქონდა პაციენტთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.

ორი მათგანი თვითიზოლაციაშია, ხოლო ერთ-ერთი, რომელსაც ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები