“ფული, შესაძლოა, იყოს ინფიცირების წყარო, თუმცა მეცნიერულად არაა დამტკიცებული” – პაატა იმნაძე

„ეს ჰიპოთეზა რომ ფულით შესაძლებელია, მოხდეს ინფიცირება განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძემ გააკეთა.

იმნაძე აღნიშნავს, რომ ფულით ინფიცირება მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.

„ამაში მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა, შესაბამისად, როგორც ჰიპოთეზა, ეს თეორიაც მუშავდება ჩვენ მიერ, როდესაც ამ კლასტერების გამოკვლევაზე ვმუშაობთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს მეცნიერული მტკიცებულებები ამის შესახებ არ გაგვაჩნია, თუმცა, რა თქმა უნდა, ფული, როგორც ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება, გადადიოდეს ხელიდან ხელში, შესაძლებელია, იყოს ინფიცირების წყარო.

თუმცა მე ისიც ვიცი, რომ როდესაც ფული შედის ბანკში, მას უტარდება სპეციალური დამუშავება. ანუ ის მუშავდება სადეზინფექციო აპარატებით“ – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები