ვირუსის ნიშნებით მოთავსებულ პაციენტებს შორის ერთი ექიმია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით მოთავსებულ ექიმს კვლევები უტარდება.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, მედიკოსს დღეს მოლეკულური ანალიზი გაუკეთდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება აღნიშნულ შემთხვევაზე საუბარი.

„მას მხოლოდ სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული და მას არ განვიხილავ, როგორც დადასტურებულ შემთხვევას. ჩვენთან გაკეთდება მოლეკულური ანალიზი, ანუ PCR ტესტირება და თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა არის დადასტურებული შემთხვევა. ამიტომ არ გეუბნებით, რომ დადასტურებულია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები