“კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

„ორი მძიმე, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა დილის შემდეგ. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არასტაბილურია. აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილიზირებულია. გუშინდელი პაციენტი, რომელიც დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადავიყვანეთ, მისი მდგომარება დღეს დასტაბილურდა, და იმედია, ხვალ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ვნახოთ, ხვალ მოგახსენებთ მათი მდგომარეობის შესახებ. დანარჩენი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სხვადასხვა სიმძიმისაა. უმეტესობა მსუბუქი მიმდინაროებითაა და რამდენიმე არის საშუალო სიმძიმით მიმდინარე პნევმონიით“ , –  განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ შეცვლილა.

„ დღეს დილის მონაცემებით 19 პაციენტი იყო გამოჯანმრთელებულიდა გვრჩება 19 გამოჯანმრთელებული პაციენტი. დღის მეორე ნახევარში ჩატარდება ტესტირება, პირველადი გამოსაჯანმრთელებელი პისიარ დიაგნოსტიკა, ანუ დაავადების იმ პერიოდში, როცა უკვე შესაძლებელია, რომ ვირუსის ელიმინაცია იყოს. ამ დროს შესაძლებელია გავუკეთოთ პისიარ კვლევა. ვნახოთ, რა იქნება. თუ რომელიმესთან უარყოფითი პასუხი გვექნება, შემდეგ 24 საათის ინტერვალით გავუკეთებთ განმეორებით კვლევას. თუ უარყოფითი იქნება ორჯერადი ტესტირებით, ჩავთვლით რომ გამოჯანმრთელებულია და მიემატება იმ ჩვენს 19 პაციენტს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები