კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 10 წლის ბავშვია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 10 წლის ბავშვია, რომელიც ამ წუთებში ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავთ.

„მისი ისტორია ჩემთვის არ არის ცნობილი. მშობელს უარყოფითი აქვს, მარტო ბავშვს აქვს დადებითი“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება მეორე დადასტურებულ შემთხვევას, ეზუგბაია ამბობს, რომ ინფიცირებული სომხეთიდან ჩამოსული პაციენტია.

მსგავსი თემები