საქართველო ნატო-ს მხარდაჭერის ახალ პაკეტს მიიღებს

“ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან მომავალში”, – ამის შესახებ აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში კეი ბელი ჰათჩინსონმა განაცხადა.

როგორც კეი ბელი ჰათჩინსონმა ​ აღნიშნა, რუსეთმა უნდა მისცეს უფლება საქართველოს და უკრაინას ჰქონდეთ სუვერენული მმართველობა

„ჩვენ ასევე გვინდა, რომ მათ რეფორმები გააგრძელონ, რათა შეძლონ რუსული დეზინფორმაციისა დაძლევა და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ ტერიტორიაზე ბორდერიზაციას. რუსეთმა უნდა მისცეს უფლება საქართველოს და უკრაინას ჰქონდეთ სუვერენული მმართველობა. ამ ქვეყნებმა თავად უნდა აკონტროლონ საკუთარი სუვერენული ტერიტორიები და საზღვრები. ჩვენ მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას, რათა მათ გააგრძელონ პასუხის გაცემა რუსეთის აგრესიაზე, რის შედეგადაც მათ ქვეყნის ნაწილი წაართვეს. ჩვენ ამ ძალისხმევას გავაგრძელებთ. ნატო-ს კარი ღიაა. ამის მაგალითი იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში მიღება. ჩვენ ვეხმარებით პარტნიორებს საქართველოსა და უკრაინას. ჩვენ მათ გადავცემთ პაკეტს და ეს საკითხი განხილული იქნება ხვალ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე. დარწმუნებული ვარ, მინისტრები დაამტკიცებენ პაკეტს, რომლითაც ჩვენ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს და უკრაინას“, – განაცხადა კეი ბელი ჰათჩინსონმა.

მსგავსი თემები