“რეალობას არ შეესაბამება, რომ კორონავირუსი ნოემბერ-დეკემბერში ვინმემ გადაიტანა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვაზე, რეალურია თუ არა მოსაზრება, რომ მოქალაქეების ნაწილმა ნოემბერ-დეკემბერში უკვე გადაიტანა კორონავირუსი, ისე რომ მის შესახებ არ იცოდა, პასუხობს, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. 

“მსგავსი სიმპტომები, ტემეპერატურა, ხველა და ა.შ. ეს ზოგადად, ნოემბერში დაიწყო საქართველოში, ეს არის გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებების სეზონი. დაინტირესებულებს შეუძლიათ იხილონ ჩვენი ვებ-გვერდი და ნახავენ რომელი ვირუსები ცირკულირებდა ამ პერიოდში. 

საუბარია სხვადასხვა ტიპის ვირუსზე, მათ შორის ჩვეულბრივ კორონავირუსზეც და არა მის ახალ ტიპზე. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ჰქონდა ახალი ტიპის კორონავირუსი, მაგრამ ეს რეალობასთან ახლოს ნამდვილად არ არის,”- განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები