„თქვენ გადარჩით და მეც გადამარჩენთ, სიცოცხლე ჩემი ბოძებულია – გვეუბნება უფალი“ – ვლადიმერ კახაძე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით

„მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბიდან, მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდეს. კახაძე მრევლს უფლის სიტყვებს ახსენებს და ამბობს, რომ ადამიანმა ყველა გონივრული ნაბიჯი უნდა გადადგას სიცოცხლის გადასარჩენად:

„რწმენა გადაარჩენს ადამიანს და გამოსავალი უფალთან ერთად მოიძებნება. უფალმა გაგვაჩინა ჩვენ და სიცოცხლე უნდა გადარჩეს, ამიტომ გონივრული გზა უნდა ავირჩიოთ. სწორედ უფლისაგან ნაკარნახევი გზაა, რომ ექიმების რეკომენდაციებს მივყვეთ ამ რთულ დროს, რადგან ეს სწორედ ის გზაა, რაც მოცემულ სიტუაციაში ღმერთმა გვაჩვენა. თქვენ გადარჩით და მეც გადამარჩინეთ, სიცოცხლე ჩემი ბოძებულია – გვეუბნება უფალი“ – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები