პროცესმა, შეიძლება,  ინფექციის გავრცელებას შეუწყოს ხელი. ამიტომ,  ქვეყანაში  „ცხელების ცენტრები” იქმნება

COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ, ქვეყანაში  25 „ცხელების ცენტრი” შეიქმნება. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სწორედ ეს ცენტრები იქნება პირველი რგოლი, სადაც პაციენტები მოხვდებიან.

„ამ მოდელის მიხედვით, პაციენტი დარეკავს ცხელ ხაზზე, რომელიც დაუკავშირდება 112-ს და პაციენტს გადაამისამართებენ ე.წ. ცხელების ცენტრში, სადაც მას სპეციალურად დატრენინგებული ექიმი გამოკითხავს. როდესაც სიმპტომეანი პაციენტი მიმართავს თავის უბნის ექიმს ან ოჯახის ექიმს, რომელიც არ არის მომზადებული, და ყველგან შეუძლებელია უსაფრთხოების ზომების თანაბრად დაცვა, ამ პროცესმა, შეიძლება,  ინფექციის გავრცელებას შეუწყოს ხელი. ამიტომ, საქართველომ აირჩია მოდელი, რომელიც, მგონია, რომ ყველაზე ეფექტური იქნება. იღებ საუკეთესოს ყველა ქვეყნის გამოცდილებიდან“ – განაცხადა ინფექციონისტმა „რუსთავი ორის“ ეთერში.

ის საეჭვო პაციენტებს მოუწოდევბს, დარეკოს 112-ში.

„დარჩით სახლში, სანამ გექნებათ სიმპტომები – ესაა პირველი კომპონენტი, მაგრამ თუ გაგიჩნდებათ სიმპტომები, იმისგან დამოუკიდებლად, იყავით თუ არა მოგზაურობაში ან შეხება გქონდათ თუ არა ინფიცირებულებთან, მიმართეთ ექიმს, მაგრამ არა ყველა ექიმს. არამედ, დარეკეთ 112-ში და 112 გადაგამისამართებთ. საქართველოში იქმნება 25 ე.წ. ცხელების ცენტრი, სადაც იქნებიან მომზადებული სპეციალისტები, განსხვავებით იმ ათასობით ოჯახის ექიმისაგან, რომლებიც არ არის ამისთვის მზად. ეს 25 ცხელების ცენტრი და მისი პერსონალი იქნება დატრენინგებული, სპეციალურად მომზადებული,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები