„სამწუხაროდ, ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, გაჩნდება ლეტალობაც“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში, „ახალი კორონავირუსით“ გარდაცვლილთა შემთხვევებიც იქნება.   

„ჩემი პროგნოზით, ჩვენთან ინფექციების რაოდენობა მოიმატებს. სამწუხაროდ, გაჩნდება ციფრები იმ საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0 და ეს არის სიკვდილით გარდაცვალების შემთხვევები, გაჩნდება ლეტალობა. მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვან ქვეყნებთან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება მაგრამ, ეს იქნება ასეულები და არა ათასეულები და ასეულ ათასეულები.  პიკი იქნებ 2-3- კვირაში, შენარჩუნდება  2-3 კვირა და მერე წავა დაბლა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.  

მსგავსი თემები