“მედპერსონალი უფრო მეტადაც გვყავს შემოსილი, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა” – ლალი ტურძელაძე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურის დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, საავადმყოფოში მედპერსონალი პაციენტებთან ურთიერთობისას სრულად არის აღჭურვილი სპეციალური ეკიპირებით.

ტურძელაძის თქმით, მათ უფრო მკაცრი ზომები აქვთ, ვიდრე ამის რეკომენდაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა.

„ჩვენს არც ერთ ექიმს არავითარი მოვლენები აქვს, რომ საეჭვო იყოს. ანუ უნდა ჩაიცვას ისე, როგორც ინვაზიის დროს არის საჭირო. ის ცოტა კიდევ განსხვავებულია, უნდა იყოს დაფარული სახე და ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს მოწოდებული. ჩვენ ზუსტად ისე გვყავს დაცული თანამშრომლები, ჩვენი ექთნები და ექიმები, როგორც გვასწავლის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავისი გაიდლაინით. ჩვენ ზუსტად მივყვებით იმ პროტოკოლს, ზუსტად ისეთი ჩაცმული გვყავს, ცოტა მეტადაც გვყავს დაცული იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციით, რომელიც 13 მარტს დაიდო და მის შემდეგ არ განახლებულა, ის წერს, რომ არ არის საჭირო ეს კოსმონავტის ფორმა, საკმარისია ქუდი, ნიღაბი, სათვალე, ხელთათმანი, ბახილი და ერთჯერადი ხალათი უკან შეკრული. ჩვენ გვაქვს ის კოსმონავტის ფორმას რასაც ვეძახით, ზემოდან ხალათი, ყველაფერი. ცოტა უფრო მეტად გვყავს შემოსილი, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას უწერია თავის გაიდლაინში“, – განაცხადა ტურძელამ.

მსგავსი თემები