“მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ.

“ისინი ჩვენი თანამშრომლები არიან და ჩვეულებრივ, თავის სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ,” – აღნიშნა კალაძემ. 

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში დღეიდან სრულიად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. ამასთან, სრულად აიკრძალა თბილისის მეტროთი გადაადგილება.

მსგავსი თემები