ექიმს, რომელსაც პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს

მოსკოვის მე-40 საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს, რომელსაც 24 მარტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს. 

„კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ. ვიმყოფები თვითიზოლაციაში, ჩემს კაბინეტში, სადაც დისტანციური მუშაობისთვის ყველა აუცილებელი პირობა მაქვს შექმნილი“, – წერს პროცენკო სოციალურ ქსელში. 

მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მე-40 საავადმყოფომ დაიწყო. 24 მარტს საავადმყოფოს ვლადიმერ პუტინი ეწვია და დენის პროცენკოსაც გაესაუბრა.

მსგავსი თემები