სპეციალური გამშვები პუნქტები თელავსა და ახალციხეშიც მოეწყობა  


საქართველოს პრემიერ-მინისტრის  მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, სპეციალური გამშვები პუნქტები ახალციხესა და თელავსაც დაემატება. 

„საქართველოს მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე უკვე ამოქმედდა, სპეციალური გამშვები პუნქტები. ანალოგიური პუნქტები ამოქმედდება კიდევ 2 მუნიციპალიტეტში. ეს 2 მუნიციპალიტეტი გახლავთ თელავი და ახალციხე.  სპეციალური გამშვები პუნქტები  მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და ასევე, თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებისა, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ასევე, მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

მსგავსი თემები