ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ადასტურებს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეს “კორონავირუსით” გარდაცვალების ფაქტს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეა გარდაცვლილი.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მე-5 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულის გარდაცვალების. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა, ორივე შემთხვევაში, გარდა კოვიდისა, ასევე იყო თანხმლები სხვა ქრონიკული დაავადებები,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები