„11 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისათვის ბევრი მატებაა“ – ვლადიმერ კახაძე

„როცა ჯაჭვი გაგვიწყდა სადღაც ეს უკვე ბევრი მატებაა, უნდა შევძლოთ ამ გაწყვეტილი ჯაჭვის აღდგენა“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ განაცხადა.

კახაძე თვლის, რომ ქვეყანაში პრევენცია გეგმაზომიერად გატარდა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ინფიცირების კვალის დაკარგვის ფონზე 11 მატება საქართველოსთვის ბევრია.

„მატებისკენ მივდივართ, ქვეყანა უნდა გაფრთხილდეს, ქვეყანა საშიშროებისკენ მიდის. ჩვენ ვისარგებლეთ პრინციპით „იჩქარე ნელა“. ჩვენ მოვლენებს არ მოვასწარით. 11 შემთხვევა ბევრი მატებაა, ბევრი მატება არ იქნებოდა იმ შემთხვევაში კვალი, რომ მიდინებული ყოფილიყო, ჯაჭვის აღდგენა თივის ზვინში ნემსის მოძებნას ჰგავს, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ მოვახერხოთ. ყველა ის ადამიანი, ვინც ოდნავ მაინც გაფრთხილებას  მიიღებს უნდა გაიაზროს თვითონ ხომ არაა მონაწილე“ – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მან აქვე აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელმაც იცის და მალავს დაავადებას ტერორისტებს უტოლდებიან.


„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები