„ვირუსი შემოიტანა ერთმა ჯგუფმა ქალაქ პატრადან, ხალხმა ვინც მოილოცა იერუსალიმი“ – მამა თეიმურაზი

„ვირუსმა არ იცის ადამიანი მორწმუნე ხარ ურწმუნო ხარ თუ ათეისტი ხარ, ის ყველას ებრძვის. უფალი ეხმარება მას ვინც ეხმარება საკუთარ თავს“ – ამის შესახებ ათენიდან მამა თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა.

საბერძნეთის ეკლესიამ ვირუსის გავრცელებისთანავე ქვეყანაში ყოველგვარი რელიგიური რიტუალი აკრძალა. მამა თეიმურაზი საზოგადოებას მოუწოდებს „არ გამოსცადონ უფალი“

„ვირუსი შემოიტანა ერთმა ჯგუფმა ქალაქ პატრადან, ხალხმა ვინც მოილოცა იერუსალიმი. 15 მარტს შეიკრიბა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აიკრძალოს ყოველგვარი რელიგიური რიტუალის ჩატარება, ეს ყველამ მიიღო გაგებით მორწმუნეს შეუძლია მივიდეს ეკლესიაში დაანთოს სანთელი თუ ზიარების სურვილი აქვს დატოვებს თავის მისამართს და მივა მასთან მღვდელი და აზიარებს. ვიცით უკვე, რომ ერთ ერთ – ერთი მღვდელმთავარი სერბეთის ეკლესიისა გარდაიცვალა ვირუსით. დაავადებამ შეაღწია შეაღწია ათონის მთაზეც და იქაც ერთი ბერი არის დაავადებული .“ – განაცხადა თეიმურაზ კალანდაძემ.

მსგავსი თემები