სამეგრელო-ზემო სვანეთში უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება. კერძოდ, ​ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პოლიცია, სამხედრო ძალები და ჯანდაცვის სპეციალისტები მუშაობის ახალ ტაქტიკაზე გადადიან. იქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობის მკაცრ კონტროლს იწყებენ.

ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ არსებობს რისკები და ამის გამო, გადაუდებელი შემთხვევის გარდა, ქალაქსა და სოფლებში არავინ უნდა იმოძრაოს.

ამასთან, პოლიცია ყველა იმ მანქანას გააჩერებს, სადაც 3 ადამიანზე მეტი იქნება. ასევე, მგზავრებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადეები.

“ეპიდემიისგან გადარჩენა სახლში ჯდომაა, ვინაიდან ეს მოწოდება ყველამ ვერ იღო ყურად, აღსრულების ნაწილში ჩვენ ზომებს ვამკაცრებთ. ფოთის გასასვლელსა და შესასვლელში, საპოლიციო ძალებით ბლოკ-პოსტები მოეწყობა. ეს იმიტომ ხდება ფოთში, რომ აქ არის საქართველოს საზღვაო საზღვარი და ასევე, აქ თავმოყრილია ტერმინალები, სადაც გადაზიდვები ხორციელდება.

ასევე მოხდება ზუგდიდის შესასვლელშიც. ჯერჯერობით იქ მხოლოდ საპოლიციო ნაწილი იქნება. სამწუხაროდ, აფხაზეთში სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება და შესაბამისად არსებობს ძალიან მაღალი საფრთხე,” – აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია.

მსგავსი თემები