“ჩვენს შეთავაზებაზე ოკუპანტები ამ დრომდე უარს ამბობენ” – ჯემალ გამახარია

“ქართულმა მხარემ, მათ შორის ქეთევან ციხელაშვილმა სერიოზული განცხადება გააკეთა მთავრობის სახელით, რომ მზად არიან დაეხმარონ ოკუპირებული ტერიტორიების, განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობას, რომელიც დაუცველია. დაეხმაროს დიაგნოსტიკით, მკურნალობით და ყველაფერ იმაში, რაც საჭირო გახდება”, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

ჯემალ გამახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ამ ყველაფერში, საქართველოს მთავრობასთან ერთად, აფხაზეთის მთავრობაც ჩაერთვება.

“ჩვენთან შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც გააჩნია ყველა რესურსი იმისთვის, რომ აკონტროლოს სიტუაცია ენგურს გაღმა. საჭიროების შემთხვევაში, ლეგიტიმური ხელისუფლება მზადაა, საქართველოს მთავრობასთან ერთად, ყველაფერი იღონოს, მოახდინოს ავადმყოფების ტრანსპორტირება ენგურს აქეთა საქართველოში და მკურნალობა. ოკუპანტები, ამას ჯერჯერობით ეწინააღმდეგება. ქართულმა მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უკვე მოახერხა დიდი რაოდენობით დახმარების შეგზავნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები