საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცენტრში ვირუსით დაავადებული სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 79 ადამიანიდან 11 გამოჯანმრთელდა.