ბოლნისის მუნიციპალიტეტში 540-მდე ოჯახს სურსათი დაურიგდება

  •  

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კერძო პირებისგან მიღებული შემოწირულობებით ნაყიდი სურსათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა პენსიონერებს დაურიგდებათ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ასევე პირბადეების დარიგება, რომელიც მუნიციპალიტეტს ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა.

თავდაპირველად ეს პირბადეები გადაეცემათ კერძო ობიექტებში დასაქმებულ მომსახურე პერსონალს, ასევე მუნიციპალიტეტის იმ სამსახურების წარმომადგენლებს, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ მოქალაქეებთან.

მსგავსი თემები