საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19-ით ინფიცირებული მცირეწლოვანი ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

“ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არის 2 წლის ბავშვთან დაფიქსირებული. ოჯახი იყო გასული თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს დადასტურდა ამ ბავშვთან კორონავირუსი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკური გამოხატულება არ არის. მისი ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, თვითონ მშობლები არ არიან დაინფიცირებული. დედას კი უწევს ყოფნა ბავშვთან ერთად”, – განაცხადა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა კახა იშხნელმა.

ამ დროისთვის კლინიკაში 11 პაციენტი იმყოფება, მათგან ხუთი კორონავირუსული ინფექციით.

მსგავსი თემები