“მარნეულიდან გადმოყვანილი ორსული ქალი 62 წლის პაციენტის ახლო ნათესავია” – ეკატერინე ტიკარაძე

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 62 წლის ქალის ახლო კონტაქტების მოკვლევა მარნეულში კვლავ გრძელდება.

რაც შეეხება ორსულ ქალს, ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას გადის.

„დღეს ჩვენ გვყავს 79 პაციენტი, ერთი პაციენტი არის საყურადღებო, ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ მარნეულში, გამოკვლევა მიმართულია ამ ქალის ახლო კონტაქტებისა და ნათესავების მიმართ. შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა დაადგინეს კოვიდის ინფექცია და ის გადმოყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ექიმები ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები