„შეგნება და ტვინი ხომ უნდა ჰქონდეთ, რომ პირბადეების გამო არ შეკრიბონ ხალხი“ – პაატა იმნაძე

„არაა ახლა ამის დრო ამ ვითარებაში ქუჩაში შეკრიბო ხალხი და იწერო პოლიტიკური ქულები. შეეძლოთ ეს პირპადეები კარდაკარ დაერიგებინათ და არა ქალაქის ცენტრში შეეყარათ ხალხი.შეგნება და ტვინი ხომ უნდა ჰქონდეთ, რომ პირბადეების გამო არ შეკრიბონ ხალხი“ – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში ხალხის შეკრების საპასუხოდ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში პიბადეები დაარიგა, რა დროსაც ქალაქში ხალხი ყოველგვარი დისტანციის დაცვის დარღვევით შეკრიბეს.

მსგავსი თემები