„ზუგდიდში ჩატარებული აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო რეკომენდაციების დარღვევა“ – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობის შეკრების ფაქტს გამოეხმაურა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ეპიდემია არ უნდა იყოს პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება.

„ინფექცია დღეს არის გლობალური გამოწვევა და არ გვაქვს უფლება ამასთან დაკავშირებით გვქონდეს პოლიტიკური მესიჯები, ქველმოქმედება კარგია, მაგრამ ზუგდიდში ჩატარებული აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო რეკომენდაციების დარღვევა. იქ შეიკრიბა უამრავი ადამიანი.“ – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები