37 წლის ბრიტანელი დიპლომატი კორონავირუსით გარდაიცვალა

  •  

„ბრიტანელი მაღალჩინოსანი დიპლომატი, რომელიც უნგრეთში ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, კორონავირუსით გარდაიცვალა“ – ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

37 წლის სტივენ დიკი, ბრიტანეთის ელჩის მოადგილე იყო უნგრეთში. გავრცელებული ინფორმაციით, იგი კოვიდ 19-ის ვირუსით სამშაბათს საღამოს გარდაიცვალა.

„შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ აღნიშნული ინფორმაციით სტივენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყველას მოენატრება, ვინც კი მას იცნობდა. ვუსამძიმრებ მის მშობლებს“ – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

37 წლის დიპლომატის გარდაცვალებაზე დეტალები უცნობია გარდა იმისა, რომ მას არ აღენიშნებოდა არც ერთი ქრონიკული დაავადება, რის ფონზეც უფრო მარტივად შეძლებდა კორონავირუსი მისი ორგანიზმის დაუძლურებას და ფატალური შედეგის გამოწვევას.

მსგავსი თემები