8751 კგ ვადაგასული ხორცპროდუქტები და 13 961 ლ თხევადი სურსათი გაანადგურეს

ს.ს.ი.პ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილ შეუსაბამობისა და დარღვევების გამო, 8015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, ვადაგასული სურსათის გამოყენებისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენის შედეგად განადგურდა 8 751 კგ ხორცი და ცორხპროდუქტები; 3 476 კგ სხვა მყარი სურსათი; 13 961ლ თხევადი სურსათი, 1020 ცალი კვერცხი და ფორმა N2 -ის გარეშე შენახული 3 267 კგ. ხორცი.

​ამავე პერიოდში დაჯარიმდა 1133 ბისნესოპერატორი. აქედან 247 -ის შემთხვევაში კრიტიკული მდგომარეობა იყო და მიღებულ იქნა ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება. ასევე, მონიტორინგის ფარგლებში სათანადო წესით აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სულ შეფასდა 1040 ნიმუში, ამათგან დარღვევა გამოვლინდა 82 სინჯზე.

როგორც მედიაცენტრსმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი მიქაძემ დღეს განაცხადა, გეგმიურ ინსპექტირებას საზოგადოებრივი კვების ობიექტები რისკის შეფასების გარეშე არ ექვემდებარებიან. მაგრამ რიკის შეფასების გარეშე შემოწმებას ექვემდებარებიან სასკლაოები და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები. სასკლაოები მოწმდებიან წელიწადში 4-ჯერ, ხოლო რძის მწარმოებელი საწარმოები წელიწადში 2-ჯერ.

“ბოლო 6 წელიწადია წინასწარ აღარ ვაფრთხილებთ შემოწმების შესახებ ბიზნესოპერატორებს. მანამდე ამას კანონი გვავალდებულებდა. სახელმწიფო კონტროლის ყველა მექანიზმი დღეს, გაუფრთხილებლად ხორციელდება”, – აცხადებს მიქაძე.

მისივე ინფორმაციით, 2017 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია ინსპექტირების რაოდენობა, 29% -ით არის გაზრდილი ჯარიმების ოდენობა და საწარმო პროცესი შეჩერებულია 42% -ით.

მსგავსი თემები