“მთავრობა არ არის სამუშაო ადგილების შენარჩუნების რგოლი” – დეპუტატი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობა არ არის ადამიანების დასაქმების არეალი, მან უნდა შექმნას სწორი რეგულაციები და სწორი მართვის სათანადო პირობები.

​როგორც
 მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, ეფექტიანობის თვალსაზრისით სამინისტროების რაოდენობა განმსაზღვრელი არ არის, ხარჯების თვალსაზრისი – კი​.

​”მთავრობას არ ვუყურებ, როგორც დასაქმების არეალს. მთავრობამ უნდა შექმნას სწორი რეგულაციები და სწორი მართვის სათანადო პირობები. რაც არ უნდა იყოს სოციალური ფონი, მთავრობას არ უნდა ვუყურებდეთ როგორც სამუშაო ადგილების შენარჩუნების ფუნქციის მატარებელ რგოლს. რაც შეეხება შედეგებს – ბუნებრივია, ბევრი სამინისტროთიც შეიძლება ქვეყნის მართვა და ცოტა სამინისტროთითაც. ბევრი სამინისტროს შემთხვევაშიც და ცოტას შემთხვევაშიც არის შესაძლებლობა, რომ ეფექტიანად მართო, თუმცა ბევრის შემთხვევაში ხარჯები მეტია”, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

მსგავსი თემები