„საკარანტინე სივრცის მოწყობა სრულდება, ქალები, კაცები, ბავშვები ჰოსპიტალში იზოლირებულად მოთავსდებიან” – მდგომარეობა მარნეულში

მარნეულში საკარანტინე სივრცის მოწყობა თითქმის დასრულდა. „ჯეო ჰოპიტალის” ტერიტორიაზე“ განთავსებულ საველე ჰოსპიტალში შესაბამისი ინვენტარი შეაქვთ. „მედიაცენტრი მთავარი“ მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატს თამაზ ნავერიანს ესაუბრა. ნავერიანის ინფორმაციით ჰოსპიტალში კარვები იზოლირებულია და კარანტინში მყოფ ადამიანებს ყველა პირობა ექნებათ. ნავერიანის განცხადებითვე რეგიონში საკვების დეფიციტი არ შეიქმნება:

„ამ წუთის მდგომარეობით, კარვები დადგმულია. დამთავრებულია, საკარანტინე სივრცის მოწყობა. შეგვაქვს უკვე ინვენტარი, საწოლები. სულ  7 კარავი გაიშლება „ჯეო ჰოსპიტალის“ ტერიტორიაზე. არასრულწლოვნებისთვის კარვები ცალკე იშლება, ქალებისთვის ცალკე, კაცებისთვის ცალკე, იზოლორებილად. მოსახლეობამ თავიდან ვერ გააცნობიერა, მაგრამ ახლა უკვე შეგნებულად უდგებიან, მაგრამ უკვე მიხვდნენ. ათ-ათ კაცის სემადგენლობით 10 ჯგუფი შეიქმნა, და ერთ ორ დღეში მოხდება აღწერა ვის რა პრობლემა აქვს და რა სჭირდებათ. ასევე ყველასთან რომ მიიტანონ ინფორმაცია. სოფლებში ქართული არხი ყურებადი არ არის, გარდა ამისა, ენის პრობლემაცაა და ამიტომ, ინფორმაცია ნაკლებია. ამიტომაც შევქმენით აზერბაიჯანელი ახალგაზრდებიაგან ჯგუფები, რომლებიც სოფლებში შევლენ. დღეს მოვუწოდებ “სუპერ მარკეტებს” გახსნან და იმუშაონ, რომ საკვების დეფიციტი არ შეიქმნას“ – განცხადა თამაზ ნავერიანმა „მედიაცენტრ მთავართან.”

შეგახსენებთ, რომ საველე ჰოსპიტალის მოწყობა მარნეულში გუშინ პრემიერის საგანგებო ბრიფინგზე დაანონსდა. ჰოსპიტალი 150 ადამიანზეა გათვლილი და 7 კარავია განთავსებული.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები