“მარნეული და ბოლნისი კარანტინის მკაცრ რეჟიმზე გადადიან, იკრძალება შესვლა და გამოსვლა” – გიორგი გახარია

“მოხდა შიდა გადაცემა, აღრიცხული გვყავს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 450 პირი” – ამის შესახებ ამ წუთებში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია საუბრობს.

გახარიას ინფორმაციით მთავრობამ გასცა განკარგულება მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად გამოცხადდეს.

“ამ დროისთვის ინფიცრებული გვყავს 54 პაციენტი, კარანტინშია 3254 ადამიანი. დღეს გვქონდა რთული შემთხვევა. მარნეულში მყოფი ქალბატონის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. აქ სამწუხარო გახლავს ის, რომ შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა ათეულობით ადამიანი, დადგინდა 450 საკონტაქტო პირი და ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ხვალიდან ამ ორ მუნიციპალიტეტში კარდაკარ შემოწმებას დაიწყებენ. სიტუაცია საკმაოდ რთულია, მივიღეთ გადაწყვეტილება მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდნენ მკაცრ საკარანტინე რეჟიმზე,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საუბარია წლისთავზე, სადაც მარნეულში დაინფიცირებული ქალი იმყოფებოდა, წლისთავზე უცხოეთუდან დაბრუნებულებიც იმყოფებოდნენ.


მსგავსი თემები