საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ყველას მოუწოდებს, საგანგებო მდგომარეობას დაემორჩილონ.
ამასთან, მას მთავრობის მისამართითაც აქვს მოთხოვნა:
“მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას;
– მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი – შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი – რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!!
– მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მოვა მას შემდეგ რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!” – წერს გიორგი მარგველაშვილი “ფეისბუქზე”