სამოთხეში მოსახვედრი ბილეთების გამყიდველი დააკავეს

ზიმბაბვეს პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით კათოლიკე პასტორი და მისი ცოლი დააპატიმრა. სასულიერო პირი, ტიტო ვოტსი და მისი მეუღლე „სამოთხეში მოსახვედრ ბილეთებს“ ყიდდნენ,

როგორც Zimbabwe Today იტყობინება, პასტორმა ათასობით ადამიანს ეუბნებოდა და არწმუნებდა, რომ იესო ქრისტე გამოეცხადა და „სუფთა ოქროსგან დამზადებული სამოთხის ბილეთები“ მისცა ცაში გასამგზავრებლად.

პასტორი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იგი პოლიციამ „ღმერთის საქმის კეთებისათვის“ დააპატიმრა.

“მე ამ საქმეს ღმერთისთვის ვაკეთებ”, – აცხადებს ტიტო.~

ადგილობრივები პასტორის დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ბილეთებში საკუთარ ფულს ნებაყოფლობით იხდიდდნენ, ამდენად მათთვის გაუგებარია პოლიციის ქმედება.

მსგავსი თემები