“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ მოქალაქეების მხრიდან ადგილი ექნება გადაცდომებს” – გიორგი კახიანი

“მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან იყოს იმგვარი დამოკიდებულება, რომ არა კანონის ძალით და იძულებით ვმოქმედებდეთ, არამედ – ჩვენი თვითშეგნებით” – ამის შესხებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება მეტი ბერკეტი, რომ მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ მოქალაქეების მხრიდან ადგილი ექნება გადაცდომებს, ხელისუფლებას ექნება მეტი ბერკეტი, რათა აუცილებელი ზომები მიიღოს. ამიტომ ამ თვალსაზრისით საგანგებო მგომარეობის გამოცხადებამ ბევრი საკითხი, შესაძლოა, სხვაგვარად გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მხრიდან იყოს იმგვარი დამოკიდებულება, რომ არა კანონის ძალით და იძულებით ვმოქმედებდეთ, არამედ – ჩვენი თვითშეგნებით, რომ ჩვენი მოქმედებით არ დავაზიანოთ სხვები და ისე ვიმოქმედოთ, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასარგებლო. თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მეტი შესაძლებლობა, რომ დარღვევებზე მეტი ზომა იქნეს მიღებული,“ – განაცხადა კახიანმა.

მსგავსი თემები