უსაფრთხოებით 142 ქვეყანიდან საქართველო მე-17 ადგილზეა

 

საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა რიცხვში მე-17 ადგილზე მოხვდა.   ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად კი სინგაპური დასახელდა. კვლევა “მსოფლიო მართლწესრიგი – 2018“ 142 ქვეყანაში ჩატარდა.

სინგაპურის შემდეგ მოდის:  ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია და დანია. სწორედ ასე გამოიყურება პირველი ათეული.

რაც შეეხება  საფრთხის შემცველი ქვეყნების ათეულა, შემდეგია:  ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, გაბონი,  დომინიკის რესპუბლიკა, ბოსტვანა და სიერა ლეონე. კვლევა ამერიკულმა ორგანიზაცია  Gallup -მა ჩაატარა.

მსგავსი თემები