საქართველოში, დღეს 10 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა

დღეს ბათუმის პორტში ხორბლით დატვირთული ორი გემი შემოვიდა. თითო გემზე სამი ათასი ტონა ხორბალი იყო განთავსებული. ბათუმის გარდა, კიდევ ერთი გემი შევიდა ფოთის პორტშიც, რომელზეც 3000 ტონა ხორბალი იყო განთავსებული.

საზღვაო ტრანსპორტის გარდა, მარცვლეული სარკინიგზო გზითაც შემოვიდა საქართველოში და ამჟამად გორში მიმდინარეობს ჩამოტვირთვა. შესაბამისად, ჯამურად საქართველოში დღეს 10 500 ტონა ხორბალი შემოვიდა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, ქვეყანაში მარცვლეული სატრანსპორტო გზითაც შემოდის, თუმცა უამინდობის გამო, ლარსის გამშვებ პუნქტზე ტრაილერების გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

მსგავსი თემები